Work Text:
ვდგავარ და ვტირივარ. მეტი არ ვიცი რა ვქნა, მხოლოდ ტირილი შემიძლია. ვდგავარ ჩემი ერთადერთი მეგობრის საფლავთან, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ვდგავარ და მესმის უფროსების ლაპარაკი, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ. მხოლოდ ჩემს მეგობარზე ვფიქრობ. ვფიქრობ თუ როგორ ვერთობოდით ერთად, როგორც საუკეთესო მეგობრები, რომლების დაშორება შეუძლებელი ჩანდა. დიახ შეუძლებელი ჩანდა, მაგრამ თურმე ასე არ იყო. მან დამტოვა. სულ მარტო ვარ.
ვდგავარ მინდორზე. ჩემი მეგობარი წინ მიდგას. ის უცებ ჩემსკენ ბრუნდება და ამბობს:
- ჩემი წასვლის დროა.
- არ წახვიდე! - ვეუბნები მე, - შენს მეტი არავინ მყავს!
- მთლად ასე არაა, შეგიძლია სხვებიც დაიმეგობრო. - მპასუხობს.
უცებ გონებაში უამრავი მიზეზი მიჩნდება, თუ რატომ ვერ დავიმეგობრებ სხვებს, მაგრამ არაფერს ვამბობ. მივედი მასთან და მაგრად ჩავეხუტე. ისიც მაგრად ჩამეხუტა.
- ძალიან მომენატრები, - ვამბობ.
- მეც მომენატრები, - ისიც ამბობს, - ჯობია ეხლა წავიდე, ბევრი დრო აღარ მაქვს.
იწყებს სიარულს მთებისკენ. მე ისევ ვტირი.
- კარგად! - ვყვირი მე.
და ასე ვდგავარ და ვტირივარ სანამ ჩემი ერთადერთი, საუკეთესო მეგობარი თვალს მიეფარება.
უცებ თვალებს ვახელ. ჩემს საწოლზე ვწევარ. მახსენდება სიზმარი და გული ისევ სევდით მევსება. ხელახლა მაგონდება ის მომენტები, რომლის დავიწყება არასდროს მინდა. ეს მომენტები ჩემთვის საგანძურია. ჩემს საუკეთესო მეგობართან გატარებული წამები ჩემთვის საგანძურია და არასდროს უნდა დამავიწყდეს.
